logo_geo
eng_logo
„ძებნილად გამოცხადებულ, მკვლელ, უზნეო კაცს, სააკაშვილს, რა უნდა პატრიარქთან გერმანიაში?!“
- +

17 თებერვალი. 2017. 03:06



ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატრიარქთან კლინიკაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ეს რა პანოპტიკუმია? საქართელოში ძებნილად გამოცხადებულ, მკვლელ, უზნეო კაცს, სააკაშვილს, რა უნდა პატრიარქთან გერმანიაში?

რას ერჩით პატრიარქს? რას?

თან 4 საათის წინ იქ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა!

ეს განუკითხაობა არ უნდა შეწყდეს?

პატრიარქის სიკეთე როდემდე უნდა გამოიყენონ ასე ბოროტად?

უგულავა გამოვიდა თუ არა ციხიდან (თითქოს პოლიტიკური პატიმარი ან მსხვერპლი ყოფილიყოს) რა უფლებით შედის საკრთხეველში გიგი წერეთელთან ერთად?

საკურთხეველი რა, სასტუმრო ოთახია?

ვინ იცავს პატრიარქს?

ჩვენ ხომ ახლოსაც არ მიგვიშვებენ?

ნაცების დატრიალებულია ეს უბედურება და როგორ უშვებენ პატრიარქთან?

საზარელია ეს ყველაფერი!", - წერს ქეთი დოლიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner