logo_geo
eng_logo
მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებს
- +

17 თებერვალი. 2017. 14:02



საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ ჩანაწერზე, ეჭვქვეშ აყენებს.

 

„როცა გვარამია განცხადებას აკეთებს, მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეს, მჯერა კი მისი? პირადად მე მართლა მაინტერესებს, ეს კითხვა არავის გასჩენია? მოკლედ, გამოძიებას ვეკითხები, თუ მოიპოვა ჩანაწერი, როგორ მოიპოვა?" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლის წინ მამუკა ახვლედიანმა

 

აქვე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ ჩანაწერში მოცემული საუბრის ავთენტურობას არ ადასტურებს.

 

„რაც შეეხება კონკრეტულად ჩანაწერში მოცემული საუბრის ავთენტურობას, არ ვადასტურებ. აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთ სუფრაზე „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან ერთად ვიყავი. იქ რაღაც საკითხებზე ვისაუბრეთ", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner