logo_geo
eng_logo
მეუფე პეტრე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ხვდება
- +

17 თებერვალი. 2017. 14:02



ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს ხვდება. მეუფე პეტრე დაკავებული დეკანოზის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა.


„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შეხვედრამდე მეუფე პეტრე საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის განცხადებასაც გამოეხმაურა.


„ეპარქიიდან ჩამოვედი, რომ მოვინახულო მამა გიორგი. პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის, მას ნამდვილად ბევრი სიკეთე და დამსახურება გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.


13 თებერვალს მთავარი პროკურატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner