საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ ჩანაწერზე, ეჭვქვეშ აყენებს.
„მე კითხვა მაქვს გამოძიებასთან, გვარამიასი ხან სჯერათ და ხან არა. როცა გვარამია ამბობს, მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეთ - მჯერა, მართლა გვარამიამ გააკეთა თუ არა ეს ჩანაწერი? არავის არ გასჩენია ეს კითხვა?
ბევრ ჟურნალისტთან მისაუბრია და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ამ ქვეყანაში ნასაუბრები. ამიტომ ვერ ვიხსენებთ, ვისთან რა საუბარი იყო და რა მოხდა. ერთი, რასაც ვიხსენებ, ეს საუბარი იყო ოჯახში სუფრაზე. ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ჩაწერა, ნაწილ-ნაწილ ვერავინ ჩაწერდა. სამნი ვიყავით და მეოთხე პერიოდულად ესწრებოდა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
ცნიბისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. გვარამია-ახვლედიანის ფარული ჩანაწერის საქმესთან დაკავშირებით მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს.