logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არასამთავრობო სექტორმა უნდა ისაუბროს არგუმენტებით და არა პოლიტიკური მესიჯებით
- +

17 თებერვალი. 2017. 16:34



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ფარული მოსმენების ახალ მოდელთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მმართველმა გუნდმა სამოქალაქო სექტორის წინადადება არ მიიღო, ტერორიზმის საფრთხეა.


„ეს არის სისტემა, რომელიც უკვე გამოცდილია და მიჰყვება დემოკრატიული ქვეყნების გზას. დღევანდელ მსოფლიოში აღარავინ დავობს იმაზე, რომ ადამიანის უფლებების გარკვეული შეზღუდვის ხარჯზე უწევთ უსაფრთხოების თვალსაზრისით მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებების გატარება. რაღაც უბედურება რომ მოხდეს, შემდეგ შემოვკრათ განგაშის ზარები?! თუ ჩვენი მოდელი არ ემთხვევა ამ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ უნდა ლანძღონ ეს მოდელი და იერიში მიიტანონ უსაფრთხოების სამსახურზე. სხვათა შორის, ყველაზე არაკორექტული განცხადება გააკეთა საია-ს თავმჯდომარემ. ეს იყო სუფთა პოლიტიკური განცხადება, როდესაც საია-მ ეს ცვლილებები რუსულ მოდელს შეადარა. ასეთი დამოკიდებულება ძალიან არაჯანსაღია. მსგავსი შეფასების შემდეგ ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს ეჭვი პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით. ასეთი შეფასება ჯერ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსაც კი არ გაუკეთებიათ. ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორმა უნდა ისაუბროს არგუმენტებით და არა პოლიტიკური მესიჯებით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner