გმირთა მოედანზე, ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი შიხიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ვეტერანები შეიკრიბნენ. შეკრების ადგილზე მათ საკრებულოს დეპუტატი კობა კობალაძე, ვეტერანთა დეპარტამენტისა და სუს-ის რამდენიმე წარმომადგენელი დახვდათ. დაპირისპირება მოხდა კობა კობალაძესა და აქციის მონაწილე ვეტერანებს შორის, რადგან დეპუტატი ითხოვდა მათგან აქციის შეწყვეტას და ტერიტორიის დატოვებას.