logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე ალეკო ელისაშვილს: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!
- +

17 თებერვალი. 2017. 20:56



„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს მიმართავს:

 

„ბატონო ალეკო, ყველაფერს აქვს საზღვარი. საკუთარი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ადამიანს დააბრალო ის, რაც ბუნებაში არ არსებობს ეს უკვე მეტისმეტია. მსგავსი ტიპის აღვირახსნილი პოპულიზმით „ოცნებას ვერ აიხდენთ" და მერი ვერ გახდებით. თბილისი ძალიან პატარა ქალაქია აქ ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. პოპულისტ მატყუარას ხმას არ მიცემენ. მოიტყუო და ადამიანს დააბრალო ის რაც დოკუმენტალურად არის დადასტურებული არის მსუბუქად რომ ვთქვა იდიოტობა.

 

ჩემს მეგობარ კარლო ლაფერაძეს ბრალს დებ კორუფციაში და იშველიებ იმ ქონების რეალიზების საქმეს, რომელიც გაიყიდა 2014 წლის თებერვალში (წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში) და კარლო მერიის ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს 2015 წლის აპრილიდან.

 

საუბრობთ თემაზე, რომლის დეტალები არ იცით და აწყობთ პრსკონერენციას მხოლოდ პოლიტიკისთვის.

 

თქვენ ხართ საკრებულოს დეპუტატი და ამ კონკრეტული ქეისის შესახებ ერთხელ მაინც გამოგითხოვიათ ინფორმაცია ქონების მართვის სააგენტოდან? არა!

 

იქნებ ეხლა მაინც დაინტერესდეთ. არის აქ მითითებული ის მონაცემები, რაც მოგცემთ საშუალებას სრულყოფილად გაეცნოთ დოკუმენტებს და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნა.

 

ბატონო ალეკო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

 

მე ძალიან კარგად მესმის არჩევნები ახლოვდება და გინდათ „აწიოთ დუღილის ტემპერატურა", მაგრამ ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, რადგან ეს კატა საერთოდ არ არის მანდ.

 

ზუსტად ვიცი ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მეც კორუმპირებულს დამიძახებთ. არ შეწუხდეთ მეთვითონ გამოგიგზავნით განათლებისა და მენციერების სამინისტროდან მოყოლებული დღემდე რაც „მაღალ" თანამდებობებზე ვარ თითოეული თვის ხელფასის თუ დანამატის ანალიზს, მივლინებებს, ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ჩემს დისერტაციას იქნებ მანდ მაინც იპოვნოთ ლაფსუსი, ჩემი ოჯახის უკანასკნელი 50 წლის ქონებრივ დეკლარაციას და ა.შ. ბევრი ეძებეთ იქნებ რამე იპოვნოთ !!!

 

თქვენ ხართ მატყუარა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ქულების გამო სვრის კეთილსინდისიერ ადამიანებს!", - წერს აბესაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner