logo_geo
eng_logo
ლილი გელაშვილი: ირაკლი მამალაძემ ისეთი ინფორმაცია გვითხრა, რომ 24 იანვრის შემდეგ თითქმის არ გვძინებია
- +

17 თებერვალი. 2017. 22:40



ე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი მოწმე ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იბერია" ავრცელებს. მოწმე ადვოკატი ლილი გელაშვილია, რომელიც მკვლელობის მომზადების საქმეზე პროკურატურამ უკვე დაკითხა. როგორც გელაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" ისაუბრა, 24 იანვარს აღნიშნულ საქმეში კიდევ ერთი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა.


„24 იანვარს პირველად შევხვდით ირაკლი მამალაძეს. ეს იყო მისი ინიციატივა. ასე შედგა ჩვენი შეხვედრა ვილაპარაკეთ გარკვეულ თემებზე. მან მოგვაწოდა ინფორმაცია, მაგრამ ეს არ იყო დაზუსტებული. ის გამოთქვამდა ვარაუდს, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.

 

24 იანვრიდან შემიძლია გითხრათ თითქმის არ გვძინებია ისეთი ინფორმაცია იყო. ირაკლიმ შემდგომ წარმოგვიდგინა რამდენიმე მტკიცებულება, რომლის შინაარსზეც ვერ ვისუბრებთ , გამომდინარე იქიდან რომ მიმდინარეობს გამოძიება. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ის რაც ჩვენ გავიგეთ აშკარად მოიცავდა დანაშაულის ნიშნებს", - განაცახდა ლილი გელაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner