logo_geo
eng_logo
ნინა წკრიალაშვილი: ფოტოებს იღებდა, როდესაც მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და გადავარდა
- +

28 მარტი. 2016. 13:18



მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ინფორმაციით, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ფოტოს იღებდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და ფანჯრიდან გადავარდა.



ევას ფანჯრის რაფაზე ჯდომა უყვარს. იმ საღამოსაც, ჩვეულებისამებრ, იჯდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და გადავარდა... საბედნიეროდ, გადავრჩით. ექიმები გვეუბნებიან, მდგომარეობა მძიმეაო, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ,რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ. ევას ხელ-ფეხი დამტვრეული აქვს, მალები - დაზიანებული, მაგრამ ხერხემლის დაზიანების ხარისხი ჯერ კიდევ დასადგენია. კვლევა ხელმეორედ უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ გვეცოდინება, როგორ ვიმოქმედოთ. თუ ბავშვის თურქეთში გადაყვანა გახდება საჭირო, შორენას მეგობრები გვერდში დავუდგებით. მთავარია, სწორი დიაგნოზი გვითხრან და მიმართულება მოგვცენ, უკან არაფერზე დავიხევთ. ჯერ ისიც კი არ ვიცით, არის თუ არა ევა იმ მდგომარეობაში, რომ საზღვარგარეთ გადავიყვანოთ. შორენა ძალიან მეცოდება, ასეთი კარგი დედა იშვიათად შემხვედრია. ღმერთმა არ ქნას, რამე ცუდი მოხდეს", - აცხადებს ნინა წკრიალაშვილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner