logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: რომელ განვითარებულ ქვეყანაში გინახავთ, გამოძიება მიმდინარეობდეს პირდაპირ ეთერში?!
- +

17 თებერვალი. 2017. 22:43



ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმეა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში მთავარ მოწმესთან ჟურნალისტ ირაკლი მამალაძესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჭკადუამ, აღნიშნა ის მასალები რომლებიც აღნიშნულ საქმეზე მამალაძემ მას აჩვენა შოკის მომგვრელი იყო.


„3 კვირის განმავლობაში არ გვძინავს, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც გავიაზრეთ რა ხდებოდა და რასთან გვქონდა საქმე ეს იყო შოკის მომგვრელი. ის რაც ირაკლი მამალაძემ გვაჩვენა, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ვინმე ადამიანს ეფიქრა ამ ყველაფერზე. მე მიმაჩნია, რომ ირაკლი არის გმირი. მან ჩაიდინა გმირობის ტოლფასი საქციელი. სამწუხაროა, რომ დღეს ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან რეალურად რა ხდება მას ესვრიან ტალახს.

 

ჩვენ ვართ შემთხვევითი მოწმეები. რჩევის საკითხავად მოსულ ადამიანს ვუთხარით რა უნდა გაეკეთებინა. მას რომ არც დავესახელებინეთ ალბათ გამოძიების დროს, ჩვენზე ვერავინ ვერაფერს გაიგებდა",- განაცხადა  ჭკადუამ.


ჟურნალისტის კითხვას იყო თუ არა საუბარი საქართველოს პატრიარქის მოწამვლაზე ჭკადუამ შემდეგი კომენტარით უპასუხა, „მე მირჩევნია, რომ ეს კითხვა არც დაგიდასტუროთ და არც ვუარყო".  ჭკადუამ ასევე პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

 

 

„არ მინდა პროკურატურის ადვოკატადს გამოვიდე, მაგრამ ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ ამ დღეებში ვისმენ შეურაცხყოფის ნიაღვარს საგამოძიებო ორგანოების მიმართ. რეალურად არც პროკურატურამ არ იცოდა ეს ყველაფერი, რომ მიმდინარეობდა, მხოლოდ იცოდა ირაკლი მამალაძემ, რომელმაც პროკურატურას მიმართა. რა უნდა დაეგეგმა და გაეკეთებინა პროკურატურას?! პროკურატურა დღეს არის რთულ მდგომარეობაში, ერთის მხრივ არ უნდა დააზარალოს ეკლესია და საპატრიარქო, ხოლო მეორეს მხრივ მან აიცილა ტრაგედია. არ მესმის იმ ადამიანების თუნდაც საუბარი, რომ იყო თუ პატრიარქი არ არის შორენა მოკლასო მერე რა მოხდაო, დაახლოებით ესეთი კონტექსტის საუბრები. პროკურატურას დღეს აქვს საკმაოდ რთული ამოცანა. მოდით ვაცალოთ და რომელ განვითარებულ ქვეყანაში გინახიათ, რომ გამოძიებები მიდიოდეს პირდაპირ ეთერში.  ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ეკლესიის დამცველებად გვევლინებიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და „რუსთავი 2". გაიხსენონ როგორ არბევდნენ გლდანის ეკლესიას", - განაცხადა ჭკადუამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner