logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: ჩანაწერები ძალიან მძიმე და შოკისმომგვრელი მოსასმენია!
- +

17 თებერვალი. 2017. 22:50



დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" უმძიმეს დანაშაულზე ისაუბრა. მისივე თქმით, დღეს საზოგადოება მტკიცებულებების გასაჯაროებას უნდა ითხოვდეს. მისივე თქმით, დანაშაულის კონტექსტის შინაარსი იმაზე მიუთითებს, რომ მკვლელობა იგეგმებოდა პატრიარქის და უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ.


„რა მოხდებოდა ძნელი სათქმელია. ის რაც იგეგმებოდა უკვე გამოვლინდა, რაზეც შემდეგ გამოძიება დაიწყო. ის რასაც გეგმავდა, უფრო თვალნათლივ გამოვლინდა და სწორედ ეს მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, რომლის გამოქვეყნებასაც მე აუცილებლად ვითხოვ. მინდა ერთი რამე ვთქვა ცალსახად, დღეს ჟურნალისტები, რომლებიც მტყუან-მართალს არჩევენ, ახდენენ ჩემს დისკრედიტაციას და ვიღაცის რეაბილიტაციას, ამით კი არ უნდა იყვნენ დაკავებულები, არამედ დღეს საზოგადოება უნდა ითხოვდეს მთავარი პროკურატურისგან რომ გასაჯაროვდეს დაუყოვნებლივ ეს მტკიცებულებები. ჩანაწერები ძალიან მძიმე და შოკისმომგვრელი მოსასმენია. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული, რომელიც პროკურატურის დამსახურებაა. ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო მკვლელობის მომზადება. ეს პროცესი ასახულია ჩანაწერებში. ეს უკავშირდება პატრიარქს და მის გარემოცვას. თუმცა, ამაზე გამოძიებამ უნდა დადოს საბოლოო ვერსია. ეს მტკიცებულებები თუ არ გასაჯაროვდება, მე ამაში ვერავის ვერ დავარწმუნებ და მხოლოდ კეთილსინდისიერ მოქალაქედ დავრჩები პროკურატურისთვის", - აცხადებს ირაკლი მამალაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner