ჟურნალისტი ირაკლი მამალაძის ხელთარსებული მტკიცებულებები, რომელიც მაღალი სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლას ადასტურებს, სერიოზული ხასიათისაა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა და მთავარმა მოწმემ ირმა ჭკადუამ განაცხადა.
„მე მიმაჩნია, რომ რაკლი მამალაძემ საოცრება გვაჩვენა, ის გმირია და საზოგადაოებამ არ იცის ამ ამბის რეალური სახე. მე ვფიქრობ, რომ დადგება დრო, როცა ირაკლზე პარაკლისს გადაიხდიან. ის მტკიცებულებები, რომლებიც ირაკლი მამალაძეს თან ჰქონდა შემაშფოდებელი იყო, საზოგადოებამ, უნდა გაიგოს რომ ჩვენთან უბრალოდ რჩევის მისაღებად მოვიდა. გამომდინარე იქიდან რომ გაუთქმენლობის ჩანაწერზე მოვაწერე ხელი მაღალი სასულიერო პირზე შესაძლო მოწამვლის ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ", - განაცხადა ჭკადუამ "იბერიას" დღევანდელ პირდაპირ ეთერში.
ადვოკატმა პირდაპირ ეთერში ასევე განაცხადა, რომ პროკურატურამ საქმის რეალური სახე არ იცის.
„ამ დღეებში ვისმენ შეურაცხყოფის ნიაღვარს პროკურატურის მხრიდან, მაგრამ ამ ამბის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არც მან იცის. ცუდ მდგომარეობაშია, რადგან არ უნდა დააზარალოს საპატრიარქოს ინტერესი, მეორეს მხრივ კი მან აიცილა ტრაგედია. მაგრამ, მთავავრია, სამღვდელოების წარმომადგენლები ადამიანის მოკვლაზე საუბრობენ, მე შემიძლია გითხრათ, რომ არსებული მტკიცებულებები ჩემი თვალით ვნახე და ნორმალურად ეს დროა არ მძინავს", - განაცხადა ჭკადუამ.
უფლებადამცველმა გადაცემა "პრიორიტეტში" ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქის საქართველოში დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი სურვილით გადაწყდება ყველაზე აქტუალური პრობლემები.
პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.