logo_geo
eng_logo
დეკანოზის საქმის მოწმე მტკიცებულებების უმძიმეს აუდიო-ვიდეო მასალების გასაჯაროებას ითხოვს
- +

17 თებერვალი. 2017. 23:03


 

ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ დეკანოზის საქმეში იკვეთებოდა მკვლელობა და ეს მძიმე დანაშაული უკვე აღკვეთეს. მისი თქმით, საქმის მტკიცებულებები საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს.

 

ეს მასალა თუ არ გასაჯაროვდა რამდენიც არ უნდა გელაპარაკოთ, მე ამას ვერ დაგაჯერებთ და დავრჩები სპექტაკლის მონაწილედ. მე მოვიხადე მოქალაქეობრივი ვალი, როცა შევიტყვე ამ საკითხზე. ჩემთვის ძალიან რთული იყო მამა გიორგის მხილება", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ დღეს ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში.


მისივე თქმით, დღეს საზოგადოება უნდა ითხოვდეს მთავარი პროკურატურისგან, რომ გასაჯაროვდეს მტკიცებულებები. ეს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, მერწმუნეთ, რომ არის ძალიან მძიმე მოსასმენი, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღკვეთილია   უმძიმესი დანაშაული. და დანაშაული აღკვეთა სამართალდამცავებმა".


ამას პირველად ვაცხადებ და ძალიან ვღელავ. ცალსახად შემიძლია განვაცხადო რომ ეს იყო მკვლელობის მომზადება და ეს მძიმე დანაშაული იქნა აღკვეთილი. მტკიცებულებებში ასახულია მთლიანად მკვლელობის მომზადების გეგმა", - განაცხადა ჟურნალისტმა.


პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner