logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ნიკა გვარამია ღამით "რუსთავი 2"-ის გათიშვას გეგმავს!
- +

17 თებერვალი. 2017. 23:13


 

ცუდად დაკეტილი ონკანივით: ჟონავს და ჟონავს რუსთავი 2"-დან ინფორმაციები. ჟონავს და ჟონავს...", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს.



და საზღვარი არა აქვს გვარამიას ფანტაზიას. როგორ მოახდინოს, კვირას აქციაზე ხალხის მობილიზება, აღარ იცის და ერთ-ერთ ვერსიად განიხილება: დღეს ღამით, არხის გათიშვა მოუფიქრებია. თავისივე გათიშული არხი, რა თქმა უნდა მთავრობას უნდა დააბრალოს და შემდეგ დასცხოს ბუკი და ნაღარა - ხალხო გვიშველეთ, ტელევიზია გაგვიჩერესო! მერე კვირას აპირებს ჩართვას და ზარ-ზეიმს, ხელისუფლებამ უკან დაიხია და ისევ ჩაგვირთო არხიო...", წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.


დეპუტატი ასევე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ "გვარამიას ილუზიებს არ აყვნენ."

 

"რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გვარამიას ილუზიებია და არ აყვეთ მეგობრებო, თანამედროვე მიუნჰაუზენის ცუდ ასლს. არავის, არავის მმართველი გუნდიდან "რუსთავი2"-ის გათიშვა არ უნდა. მედიაზე ზეწოლა, მათ შორის ,,გათიშე და იბატონეს,, პრინციპით, სწორედ გვარამიას ხელწერაა...", - წერს ჩრდილელი სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner