logo_geo
eng_logo
ეკა ასათიანი: მეუფე პეტრემ ეს რატომ თქვა?! დღემდე აზრზე ვერ მოვედი...
- +

17 თებერვალი. 2017. 23:17



ჟურნალისტი ეკა ასათიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ მინდოდა, დამეწერა, მაგრამ მაინც ვიტყვი... მეუფე პეტრემ რომ ისაუბრა სულხან მოლაშვილის სახლზე, რომელსაც თურმე საპატრიარქოს სახლის #3 ერქვა... (რაც თქვა, აღარ გავიმეორებ, ისედაც ყველამ იცის). თავის დროზე თავად ავედი წავკისში ამ სახლის სანახავად, რათა რეპორტაჟი მომემზადებინა. მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტი მქონდა. იქ დამხვდნენ დედები და ბავშვები. სულ 8 ოჯახი იქნებოდა, ცალ-ცალკე ოთახები ჰქონდათ დაკავებული. ისინი იყვნენ უკიდურესად გაჭირვებული, ყოველგვარი სახსრების გარეშე დარჩენილები, რომლებსაც საკუთარი ჭერი არ ჰქონდათ და საპატრიარქომ იმ სახლში დროებით შეასახლა. მათთან დადიოდა ორი სასულიერო პირი და საჭმელს აწვდიდა. ეს იყო ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე. მანამდე, ვიდრე ამას ვნახავდი, მეც მეგონა, რომ იქ რაღაც სკანდალურს აღმოვაჩენდი და წავკისში სიტუაციის გადასამოწმებლად ავედი. მოკლედ, საკუთარი თვალით ნანახს უფრო ვუჯერებ და იქნებ ის ადამიანებიც გამომეხმაურნონ, ვინც მაშინ იქ ცხოვრობდნენ. შესაძლოა, სადმე ძველ ბლოკნოტშიც მქონდეს შემონახული მათთან საკონტაქტო ნომრები, გვარები და სახელები... ამით იმის თქმა მინდა, რომ იქ არავითარი ბორდელი არ ყოფილა და მეუფე პეტრემ ეს რატომ თქვა, დღემდე აზრზე ვერ მოვედი..." - წერს  ასათიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner