logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: როგორ არ მომწონს ეს შემთხვევით აღზევებული იდიოტები
- +

28 მარტი. 2016. 13:23

 

 

„სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:


ამ დავით ლორთქიფანიძეს ხო არ აჟრიალებს ? რა დღეშია? ებს ბოდავს ? ჰალსტუხმა ხო არ მოგიჭირა? ვის ემუქრები, როემუქრები? ბეჭი არ ამოიგდო და სანამ მარი გრიგოლიაზე რამეს იტყვი, პირი გამოირეცხე. როგორ არ მევასება ეს შემთხვევით აღზევებული იდიოტები", - წერს მჭედლიშვილი.



დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შვილის, მარიამ გრიგოლიას მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ამ საქმეს ასე არ დატოვებს და სათანადო პასუხს გასცემს. დეპუტატმა მარიამ გრიგოლიას მხრიდან მკაცრი კომენტარი მას შემდეგ დაიმსახურა, რაც მან პირდაპირ ეთერში ინგა გრიგოლიას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული მინიშნებების შემცველი განცხადებით მიმართა:



„მე ინგას 20 წელიწადია, რაც ვიცნობ... არასოდეს არ მქონია მასთან რაღაც ქილიკის დამოკიდებულება. მე უბრალოდ ამოვედი მისი განცხადებიდან - მან თქვა, რომ არის შეყვარებული, მას აქვს სექსი და ექნება. მე ამ პოზიციიდან მივესალმე, არანაირი სხვა განწყობა არ მქონდა... შემდეგ თემა ძალიან არასასურველ კონტექსტში აიწია, ჟურნალისტებმა გაასკანდალურეს და რაც ყველაზე სამწუხაროა ჩემთვის, ძალიან ცუდად ჩაერთო ამ თემაში მისი შვილი, რომელმაც უზრდელობის და თავხედობის უმაღლესი დონე გამოამჟღავნა. ამას ასე არ დავტოვებ. მე ვაპირებ, ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო. ამასთან დაკავშირებით მე მართლა გავაკეთებ სერიოზულ განცხადებას და, რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!.. სხვათაშორის, მე არ ვიცოდი, მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები, სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის... იკვეთება კი არა, პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განავლობაში. სხვათაშორის, არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მე არ ვკითხულობ, ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ჰყავს შეყვარებული... თუმცა მე არ გამიკვირდება, ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. მე არაფერი წამომიწყია... მან სიამაყით აღნიშნა, შეყვარებული მყავსო და ჩემი სიტყვები რატომღა აღმოჩნდა დამაკნინებელი? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ინგას 20 წელია ვიცნობ, მაგრამ ასეთს არა. მე პირადად მისგან ველოდები ამ ყველაფერზე განმარტებას", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner