პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, 100-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად.
სპეცოპერაციების სერია გუშინდელი ტერორისტული აქტის შემდეგ დაიწყეს ძალოვანებმა. პაკისტანის სინდის პროვინციის ერთ-ერთ ტაძარში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ორგანიზებულ აფეთქებას სულ მცირე 80 მომლოცველი ემსხვერპლა და 150-ზე მეტი დაიჭრა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.