დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, მას საგანგაშო არაფერი სჭირს. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს ჩაფიძის გულის ცენტრში მოთავსებული დეკანოზის მონახულების შემდეგ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, რამდენიმე დღეა, დეკანოზს მაღალი წნევა და მომატებული ტემპერატურა აწუხებს.
დღეს პაციენტს პირველადი დათვალიერება ჩაუტარდა, ხოლო, დილიდან, ინტენსიური გამოკვლევები ჩაუტარდება. ადვოკატის ცნობით, ამ პროცედურების შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ.
ადვოკატმა და კლინიკაში მისულმა დეკანოზის ახლობლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.