logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: 18 თებერვალს არმაზ სანებლიძის დაბადების დღეა!
- +

18 თებერვალი. 2017. 04:12



18 თებერვალს არმაზ სანებლიძის დაბადების დღეა!


81 წლის გახდება ბატონი არმაზი, ჩემი უფროსი კოლეგა და ნახევარსაუკუნოვანი მეგობარი. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ჟურნალისტიკას ვერც კი წარმოიდგენ ამ გვარსახელის გარეშე.


დავანებოთ თავი, ცოტა ხნით, მისი, როგორც რეპორტიორის და პუბლიცისტის საქმიანობას და შეგახსენებთ იმ მედიაორგანოებს, რომლებსაც თავკაცობდა ბ. არმაზი: "მოლოდიოჟ გრუზიი", ახალგაზრდა კომუნისტი", საქართველოს ტელერადიოკომიტეტი, "საქართველოს რესპუბლიკა"... საამაყო სტრიქონებია მის ბიოგრაფიაში. და მიუხედავად ამ პოსტებისა, მას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა და მისი ნამოღვაწარი ბარე 30-ზე მეტ წიგნად არის თავმოყრილი. რისკიანი კაცია სანებლიძე. თანაც, როცა საქმე პროფესიულ პრინციპებს ეხება, საკმაოდ ჯუტი. მიუხედავად აკრძალვისა (მისი ბოსი ვიყავი), მაინც მოახერხა და "გაშპა" ავღანეთში და იქედან მაგარი რეპორტაჟები ჩამოიტანა, თუმც "კრინტი" არ დაუძრავს იმ სახიფათო მომენტებზე, ბედმა რომ "გმირულ სიკვდილს" გადაარჩინა... ვიმეორებ, მიუხდავად მეგობრული აკრძალვისა, ასევე "თავი ამოჰყო" ჩერნობილში და... მერე სისტემატურად ვაიძულებდი პროფილაქტიკის გავლას, რამეთუ ამ მივლინების დროსაც სასწაულად გადაურჩა რადიაციას...


ნიჭიერია. შრომისმოყვარე. დაუღალავი. სულით სპორტსმენი. ერთერთი პირველი კარატისტი. ამ ბოლო დროს ცოტა "წაიწწჭუნა", თორემ უამინდობის დროსაც კი ცურავდა ღია აუზში. ფანტასტურად ყურადღებიანია. არ ავიწყდება მეგობრის საზრუნავი, პრობლემა, სატკივარი... კარგი მამა, მეუღლე, სიმამრი, ბაბუა... რაც ჩამოვთვალე იმის ნახევარიც კი საკმარისია მისადმი პატივისცემის, მოწიწების, სიყვარულის და ერთგულებისთვის.



და როგორც ერთხელ ჯანუკი ჩარკვიანმა გაგვაერთიანა ერთ ტერმინად - ნუგზარმაზარი სიყვარულით ვულოცავ, მივესალმები ჩემს უახლოეს მეგობარს და დღეგრძელ სიცოცხლესთან ერთად ხელხვავიან შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებ.



„რეპორტიორი" ქართველი ჟურნალისტების სახელით ულოცავს ბატონ არმაზ სანებლიძეს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!



http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=339



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner