საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია facebook-ზე წერს:
„საინტერესო „რასკლადი" გველოდება!!!
სახელისუფლებო შტოებს დავაკვირდეთ -
პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი (???)...
საკანონმდებლო - დავით უსუფაშვილი (???)...
სასამართლო - ნინო გვენეტაძე(???)...
აღმასრულებელი - გიორგი კვირიკაშვილი („ქართული ოცნება")
... და ეს არჩევნებამდე 7 თვით ადრე...
წარმატებები „ქართულ ოცნებას"!!!
ბეწვის ხიდზე მოუწევთ გავლა! ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, მხარდამჭერების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება და „რაზვედკაშიც" გავყვებით, თუ საარჩევნო სია იქნება იმედისმომცემი!!!" - წერს ხოფერია.