logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: მღვდელმსახურებს მოწიწებით გთხოვოთ - გაერიდოთ ეკრანებსა და „კომპეტენტურ“ პოლიტიკოსებს
- +

18 თებერვალი. 2017. 11:05




ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ნა-ციანიდების" თემაზე, საქართველოში კომპეტენტური ყოფილა - ყველა.

მე - ვერ ვერკვევი!

 

ამიტომ, მინდა, მღვდელმსახურებს მოწიწებით გთხოვოთ - გაერიდოთ ეკრანებსა და „კომპეტენტურ" პოლიტიკოსებს. ისევ მრევლსა და ეკლესიაზე იზრუნეთ. ისედაც, სულ ინტერესები და ვაჭრობაა გარშემო. საერთოდ აღარ ისმის ღმერთისა და სიყვარულის ენაზე მოსაუბრის ხმა...

 

P.S. აქამდე ყოველთვის, როდესაც ეკრანზე ვხედავდი მღვდელს, მეგონა, პატრიარქის კურთხევით გვესაუბრებოდა. რაც ამ დღეებში ვისმინე - დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი და კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ კიდევ ერთი ცხოვრება დამჭირდება იმაში გასარკვევად, რომელი მამაო - რომელი მეუფის კურთხევით საუბრობს.

 

ამიტომ - გამოვრთე!

თუ დრო მექნება, მოგვიანებით დავწერ, რასაც ვფიქრობ, ერისა და ბერის ასეთ გაჰედლაინებაზე.

 

ისევ სპეკულაციები...

ამჯერად ერთი და იმავე საქონელით, ყველა ერთდროულად ვაჭრობს - შეფუთვაც მრავალფეროვანი, ხარისხი - მდაბიო, შიგთავსი გაურკვეველი.

 

ამ ვითარებაში:

1. რა უნდა გაიგოს ადამიანმა?

2. როგორ გაერკვეს?

3. სად ნახოს სიმართლე?

 

სამწუხაროდ, ეს სამი კითხვა - მხოლოდ იმ ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ინტერესია, რომელსაც ტელევიზორში არ აჩვენებენ. ის ხომ ტელემაყურებელია, მოქალაქეა - იგი არავის არ აინტერესებს!" - წერს ყანდიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner