logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: კონკრეტული ბრალდებული პირების მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი
- +

18 თებერვალი. 2017. 12:23



მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ტელეკომპანია „იბერიას" საქმის განხილვა ჭიანურდება.


„ხშირად გამიგია პრეტენზია, რომ სისხლის სამართლის საქმეები დიდხანს გრძელდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ სტანდარტს - ევროპული განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოების სტანდარტია, რომ საქმეები არ მთავრდება ერთ თვეში, ერთ კვირასა და ორ თვეში. საქმეებს, მით უმეტეს, მსგავს საკმაოდ რთულ სისხლის სამართლის საქმეს სჭირდება საკმაო დრო როგორც წინასწარი გამოძიებისათვის, ისე არსებითი განხილვისთვის. შესაბამისად, ჩვენი პროკურორი, რა თქმა უნდა, ახორციელებს ბრალდებას ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს პროცესი. გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები და იმის რწმენა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე კონკრეტული ბრალდებული პირების მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას" საქმის განხილვის კომენტირებისას.


შეგახსენებთ: ტელეკომპანია „იბერიას" ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა-გადაფორმებას საქართველოს მთავარი პროკურატურა სამი წელი იძიებდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის" და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას" დამფუძნებლებმაც მისცეს. საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. 2004 წლის მოვლენებით დაზარალებული „ომეგა ჯგუფში" შემავალი სხვა კომპანიების - შპს „ომეგა მოტორსის", შპს „ილიონ"-ის, შპს „ოჯთ"-ის და შპს „ომეგა 2"-ის საქმის გამოძიება კი დღემდე გრძელდება. ტელეკომპანია ,,იბერიას" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner