logo_geo
eng_logo
გრიშა ონიანი არმაზ სანებლიძეს: თქვენთვის 80 წელი ცოტაა, გასაკეთებელი კი კიდევ ბევრი გაქვთ დარჩენილი
- +

18 თებერვალი. 2017. 12:53



ორგანიზაცია „სტალინის" ლიდერი გრიშა ონიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ჟურნალისტ არმაზ სანებლიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს:


„ბატონო არმაზ,

სიამაყით ვივსები, როდესაც თქვენს ავტობიოგრაფიას საქვეყნოდ გამოტანილ სოციალურ ქსელში ვეცნობი: - რომ თქვენ კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე მუშაობდით; რომ თქვენ „მოლოდიოჟ გრუზიის" მთავარი რედაქტორი იყავით; რომ თქვენ, როგორც ღირსეულ ქართველს, ღირსების ორდენი გაქვთ მიღებული; რომ თქვენ, თქვენი თავაუღებელი და ბეჯითი შრომით დამსახურებულად გაქვთ მიღებული შრომის წითელი დროშის ორდენი; რომ ყველა ქართველისაგან და განსაცდელში ჩავარდნილი უკრაინელი ხალხის უღრმესი პატივისცემის დამსახურებისათვის საპატიო ნიშნის ორდენით ხართ დაჯილდოებული, ღირსეულო, მშრომელო და პატიოსნებით სავსე ადამიანო. თქვენთვის 80 წელი ცოტაა, გასაკეთებელი კი კიდევ ბევრი გაქვთ დარჩენილი. ბოროტისთვისაა გრძელი 80 წელი, რადგან ბევრი აქვს ცუდი გაკეთებული.

 

სხვა მრავალმხრივ მოღვაწეობის გარდა, უკვდავი მცნების და მიმართულების „გენერალისიმუსის პორტრეტისათვის" დამფუძნებელს და მის შეუცვლელ რედაქტორს სხვა უფრო დიდი ჯილდო გეკუთვნით საზოგადოებისაგან.

 

ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად არმაზ სანებლიძეს ვულოცავ 80 წლისთავს.

 

თქვენი 80 წლის თანამოაზრე და თქვენი უზომოდ პატივისმცემელი გრიშა ონიანი", - წერს გრიშა ონიანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner