logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: მეცინება იმ ჟურნალისტებზე, წინა რეჟიმის რუპორები რომ იყვენ და ახლა...
- +

18 თებერვალი. 2017. 13:01


 

„რაზე მეცინება, იცით, აი, იმ ჟურნალისტებზე, წინა რეჟიმის რუპორები და ყველაზე ბინძური ზონდერები რომ იყვნენ და აი, ახლა რომ „რუსთავი 2"-ის გათიშვაზე კომენტარებს დებენ „ჯანდაბამდეც გზა გქონიათ...", ან „აქამდე ექნათ, რას გვერჩოდნენ..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წერს.

 

„ისა და, ბალღებო, თქვენა გენავ, ხო არაფერი დაგავიწყდათ თუ ამოგიყაროთ თქვენი „ნამუშევრების გალერეა" და მოგთაგოთ ყველანი ერთად?... კარგით რა, კარგით. ყველამ თქვენს „დიდ ცხვირებს" მიხედეთ, ის აჯობებს და ვაზელინობა არ გინდათ, თორემ მარტო მე გეყოფით იმ მკვეხარა ქოთნის კოვზად, ქოთნის ოქროს ძირის ამბები რომ ზედმიწევნით იცოდა...

 

ამ ქვეყანაში, „რუსთავი 2"-ც და სხვა ტელევიზიებიც ერთნაირად უნდა არსებობდნენ, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არ მოგვწონს და იმ „რუსთავი 2"-ის მეპატრონეებიც მერე უფრო ადვილად გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობებს და ჩამოყალიბდებიან, ვისია ეს ტელევიზია და ვისი არა..." - წერს ფოფხაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner