logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გამოძიებამ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი
- +

18 თებერვალი. 2017. 14:47




„ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გასცემს სიმართლე, რომლის დადგენის ვალდებულებაც გამოძიებას გააჩნია", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, მოაწერდა ხელს თუ არა საპარლამენტო უმცირესობის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტს წარედგინება.


„ჩვენ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომ გარკვეული გადაწყვეტილება მივიღოთ. გამოძიება არის ვალდებული, რომლის წინაშეც მართლაც არის ბევრი კითხვა, ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაიცეს და გამოძიების პასუხებში უნდა აისახოს ის სიმართლე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. გამოძიებამ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს ინტერესი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner