ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ობიექტივი" ავრცელებს პატრიარქის ჩანაწერის სრულ ვერსიას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ამოჭრილი ვერსია გაავრცელა, მას აკლია რამდენიმე წინადადება პატრიარქის მხრიდან მამა გიორგი მამალაძის ქმედებებთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტებები და ახსნას, რატომ მოაჭრა პატრიარქის ტექსტს ნაწილი და რა მიზნით გაავრცელა მხოლოდ დადებითი კონტექსტი მამალაძის მხრიდან, ხოლო პატრიარქის მხრიდან დასმული შეკითხვები დამალა", - წერს გამზარდია.