რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნჰენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაზე განაცხადა, რომ აუცილებელია NATO-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა აღდგეს.
„იმისათვის რომ ეს ეჭვები და შიში მოიხსნას, საჭიროა სამხედრო თანამშრომლობის აღდგენა. NATO-ს გენმდივანმა, თავის მოადგილეებთან ერთად, გუშინ ვერ მითხრა, რომ ალიანსი ამისთვის მზადაა. ეს საწყენია, რადაგანაც პრაქტიკული თანამშრომლობის გარეშე დიპლომატების შეხვედრებს დამატებითი მნიშვნელობა არ ექნება უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.