logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: აუცილებელია NATO-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა აღდგეს
- +

18 თებერვალი. 2017. 20:03



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნჰენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაზე განაცხადა, რომ აუცილებელია NATO-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა აღდგეს.


„იმისათვის რომ ეს ეჭვები და შიში მოიხსნას, საჭიროა სამხედრო თანამშრომლობის აღდგენა. NATO-ს გენმდივანმა, თავის მოადგილეებთან ერთად, გუშინ ვერ მითხრა, რომ ალიანსი ამისთვის მზადაა. ეს საწყენია, რადაგანაც პრაქტიკული თანამშრომლობის გარეშე დიპლომატების შეხვედრებს დამატებითი მნიშვნელობა არ ექნება უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner