logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: მეტისმეტია!
- +

18 თებერვალი. 2017. 20:12



საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ოლიმპური კომიტეტის ირგვლივ მიმდინარე საკითხზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„მინდა ჩემი ურყევი აზრი დავაფიქსირო ოლიმპიური კომიტეტის ირგვლივ შექმნილ საკითხზე და ვურჩიო მომჩივან მხარეს, ისე წარმართოს დავა, რომ ვინც შექმნა და ვისზეც დგას ქართული სპორტი, შეურაცხყოფას ნუ აყენებენ (შეფარულად და ზოგ შემთხვევში კი ღია)! მეტისმეტია, როცა ბატონი ირაკლი მეძმარიაშვილი აცხადებს, რომ წარსულში ინიშნებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები. - ძალიან ცდებით ბატონო ირაკლი, რადგან ნონა გაფრინდაშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ბადრი პატარკაციშვილი და ლერი ხაბელოვი არავის არ დაუნიშნავს, ისინი აირჩიეს და ამით პატივი ერგო საქართველოს ოლიმპიურ მოძრაობას, ასეთი ღირსეული პრეზიდენტები ჰყოლოდა და დღეს ჰყავს ახლად არჩეული პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი! ჩვენ, თითეული ადამიანი, ვინც რთულ ჟამს აქ, საქართველოში ოლიმპიურ მოძრაობაში წვლილი შეგვქონდა, მონაწილე ვიყავით ყველა პროცესის! მესმის, თქვენ არ მოგწონთ ამ ადამიანების ჩართულობა, მაგრამ თქვენს გასაგონად ვიტყვი - ყველას აქვს უფლება, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვინც მსოფლიოში უძლიერესი ქვეყნის სახელი დაუმკვიდრა საქართველოს! მეორე კი შეგახსენებთ, რომ თქვენ ნამდვილად იყავით დანიშნული სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარედ, არ ვიცი რა დამსახურებისთვის, მაგრამ ერთი რამ კი დამამახსოვრდა თქვენთან შეხვედრის დროს, როგორც სპორტის თავკაცის რანგში... წლის დასაწყისი (2002 წ.) იყო, თქვენ მაშინდელი ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად ბაკურიანში ჩამოხვედით და ჩვენი პრობლემები მოისმინეთ. ცინიკურად გამეცით პასუხი, როცა მოვითხოვე გარკვევა გაყინულ ხელფასებზე და პრემიალურ თანხაზე, რომელიც 2001 წლის იყო. თქვენი პასუხი ასეთი იყო ბატონო ირაკლი: - „ეგ საკითხი შარშანდელ გამყინვარებას მოკითხეთო" - ასეთი დამაიმედებელი სიტყვებით დაგვტოვეთ, ვისაც იმედი გვქონდა, თუნდაც, ელემენტარულ, თვეებით გაყინულ, სასაცილო ხელფასს დაპირებით მაინც გაალღობდით. არც ეგ გვაკმარეთ და დამცირებულები დაგვტოვეთ! დღეს კი სპორტის უფლებებზე, სპორტსმენების უფლებებზე და რაღაც მაღალ სტანდარტებზე საუბრობთ! ალბათ ის ირაკლი მეძმარიაშვილი სხვა იყო... დღეს კი, არც ერიდებით ირგვლივ ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფას აყენებთ! ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ბოლოს შეგახსენებთ ბატონო ირაკლი, ლერი ხაბელოვი არ არის მარტო დიდი ჩემპიონი ან თავისი შეუვალობით ბრძოლისუნარიანი, უღალატო ადამიანი, არამედ არის იმ ორი ერის ერთობის საამაყო სიმბოლო, რომლითაც თამარ მეფის დრიდან მოყოლებული ქართველი ერი ვამაყობთ! ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ ამ ერთობით და გავუფრთხილდეთ ამ საგანძურს, როცა ვსაუბრობთ სამაჩაბლოსა და ოსი ერის მთლიან საქართველოში თანაცხოვრებაზე! მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პოლიტიკა უხეშად არ უნდა ჩაერიოს სპორტში! მაგრამ ქვეყნის პოლიტიკა უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ყველა სფეროს, ასევე სპორტში თითოეულ ნიუანს, რადგან ყოველი საკითხი მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის!" - წერს ლუკა კურტანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner