logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: მოლაშვილი სწორედ იმათ აწამეს და მოკლეს, ვის გვერდითაც მამა პეტრე იდგა
- +

18 თებერვალი. 2017. 21:43


 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ეს სკანდალი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული და მასში რუსეთისა და მიხეილ სააკაშვილის ხელი ურევია.

 

„ეს სკანდალი ერთი კონკრეტული ადამიანის კი არა, ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული და ამაში რუსეთი, სააკაშვილი ან ორივე ერთად ურევია. არ ვიცი, გიორგი მამალაძე ვინ არის, მაგრამ ვიცი, ვინ არის მამა პეტრე, შორენა თეთრუაშვილი... ბავშვობიდან ეკლესიაში ვარ და საპატრიარქოსთან გარკვეული კონტაქტები მაქვს. რასაც მამა პეტრე აკეთებს, მიზანმიმართული დისკრედიტაციაა, უპირველეს ყოვლისა, პატრიარქის მიმართ. როცა ის შორენას ამ ყველაფერს აბრალებს, პირდაპირ პატრიარქს ურტყამს, რადგან პატრიარქი არის მისი დამცველი და მან აირჩია შორენა თეთრუაშვილი. პატრიარქის სურვილი მიმაჩნია მართებულად ქვეყნისთვის და არა მიშისტი პეტრესი, რომელსაც დღესაც სააკაშვილის სურათები უკიდია. მამა პეტრეს მართავენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალები. თუ შორენაზე რამის თქმა უნდოდა, პირდაპირ პატრიარქთან რატომ ვერ მივიდა და ქუჩაში სამსჯავროზე რატომ გამოიტანა? ეს ნაძირალა გამოდის და ჩირქს სცხებს ეკლესიას. სულხან მოლაშვილის სახელის ხსენება როგორ გაბედა?! მოლაშვილი სწორედ იმათ აწამეს და მოკლეს, ვის გვერდითაც პეტრე იდგა. მოლაშვილის სახლის ოჯახისთვის გადაცემაში გიორგი ანდრიაძემ გამიწია იურიდიული კონსულტაცია და შორენა თეთრუაშვილი დამეხმარა. მეუფე პეტრე სულხანს აიძულებდა, სტრასბურგის სასამართლოდან საქმე გამოეტანა და არ გაესაჩივრებინა. ამიტომ გაიქცა სულხანი ქვეყნიდან, ვერ გაუძლო ზეწოლას. თავად სულხანისგან ვიცი ეს, მითხრა - ვერ ვუძლებ იმას, რომ ჩემი სულიერი მოძღვარი და უახლოესი ადამიანი ამას მეუბნება, არ შემიძლიაო და წავიდა. სულხანი ფიქრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აიძულებდა ამას პეტრეს.

 

ნახავთ, ეკლესიას გახლეჩს. ახლა რატომ ამოტივტივდნენ ეს ნაძირლები, როცა ასე დაუძლურებულია პატრიარქი და აღარ შესწევს ძალა, ასეთ ბოროტებას შეებრძოლოს? ახლა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ არც აგებინებენ დღეს მიმდინარე ამბებს, არაა საქმის კურსში, თორემ აუცილებლად გამოეხმაურებოდა ამ პროცესებს. ის კი იცის, რომ მოწამვლის მცდელობა იყო თეთრუაშვილის წინააღმდეგ... „რუსთავი 2"­მა რომ პირველმა გაუშვა ეს ბინძური ამბები, ესეც ერთ­ერთი მესიჯია, რომ ყველაფერი ეკლესიის საწინააღმდეგოდ ხდება", - ამბობს ნანა კაკაბაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner