logo_geo
eng_logo
მამუკა ვასაძე: „ციანიდის“ მცირე ოდენობის გადატანა სირთულეებთან არ არის დაკავშირებული
- +

19 თებერვალი. 2017. 00:32



მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ „ციანიდის" მცირე ოდენობა შესაძლოა ნებისმიერ ადგილას დაიმალოს და მისი გადატანა სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

 

„ციანიდი" არის მომწამლავი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ფერადი ლითონების მომზადებისთვის. საქართველოში გამოიყენება სხვადასხვა საწარმოებში და აქედან გამომდინარე, საბაჟოზე მისი გადაადგილება შეზღუდული არ არის. კონკრეტულ გზებზე, თავისუფლად შეძლებდა თუ არა ბრალდებული „ციანიდის" გადატანას საბაჟოზე, მე არ ვისაუბრებ უსაფართხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან, ეს არის მომწამვლელი ნივთიერება და რა გზებით არის შესაძლებელი მისი გატანა ან შემოტანა საქართველოში ამაზე არ ვისაუბრებ. „ციანიდის" მინიმალური ოდენობა საკმარისია ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. მცირე ოდენობა კი შესაძლოა ნებისმიერ ადგილას დაიმალოს და მისი გადატანა სირთულეებთან არ არის დაკავშირებული", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner