logo_geo
eng_logo
„მტკიცებულებებში საუბარია იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მოვლენების განვითარების შემდეგ გიორგი მამალაძე მიიღებდა“
- +

19 თებერვალი. 2017. 00:57



მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ მტკიცებულებებში საუბარია კონკრეტულ თანამდებობრივ და იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ამ მოვლენების განვითარების შემდგომ ბრალდებული გიორგი მამალაძე,


„არის შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც საუბრებია კონკრეტულ თანამდებობრივ წინსვლაზე, კონკრეტულ იერარქიულ წინსვლაზე, რასაც მიიღებდა ამ მოვლენების განვითარების შემდგომ ბრალდებული გიორგი მამალაძე. ამავდრულად საუბარია იმაზე, რომ პიროვნებას, ამ ყველაფრის განსახორციელებლად სჭირდებოდა „ციანიდი". ამავდროულად ჩვენ ამ ადამიანს ვაკავებთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, როდესაც ეს ადამიანი მიემგზავრება ბერლინში, სადაც იმყოფება პატრიარქი, თანმხლებ პირებთან ერთად", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner