logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: რა საკვირველი ხალხია...
- +

19 თებერვალი. 2017. 03:11


 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„რა საკვირველი ხალხია - „რუსთავი 2"-ის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას აუცილებლად მოკლე თავისმართლებით იწყებენ, რომ ეს არ არის არხი, რომელიც მათ მოსწონთ და უყურებენ. რომ ეს არხი არ არის სანდო, რადგან პარტიული ტელევიზიაა...

 

თუმცა, როგორც შემდეგ განმარტავენ, ერთადერთი არხია, რომელიც ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებს. ამიტომ, მისი არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული მარად თინეიჯერი დემოკრატიის განვითარებისათვის... ბოლოს საბრალო ვოლტერის გულისამაჩუყებლად გაცვეთილი ციტატა მოჰყავთ ხოლმე - სხვისი გამოხატვის უფლებისთვის თავის გაწირვის შესახებ... რაღაც თბილი წინდებივით დაკემსილი პათეტიურობით!

 

არასანდო ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, ალტერნატიულის ჩათვლით, რატომ არის დემოკრატიის განვითარებისათვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მხოლოდ ვარაუდით შემიძლია გამოვიცნო - ალბათ, ტრადიციული აგრესიული ჰორმონების შესანარჩუნებლად, რაც ერთადერთი „პურია ჩვენი არსობისა"... საერთოდ, ცრუ ალტერნატივა ექსკლუზიურად ქართული და ძალიან საინტერესო ფენომენია, როგორც კანონმორჩილი ანარქისტი", - წერს პაატა ქურდაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner