საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელები" არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე.
მისი თქმით, საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„რესპუბლიკელები" არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არცერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი",- აცხადებს დავით უსუფაშვილი.