logo_geo
eng_logo
შსს-ს არქივმა უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა
- +

19 თებერვალი. 2017. 10:40



ოკუპაციის მუზეუმში შსს-ს არქივის მიერ, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე მომზადებული მონოგრაფიის - „მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!" - პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის - „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი" - დირექტორი თომას შრაპელი, ისტორიკოსები, მკვლევარები, რეპრესირებულთა შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრენ.


აღნიშნული წიგნის  მიზანია საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის - გასაბჭოების პირველი წლების ამსახველი ისტორიული საარქივო მასალების გასაჯაროება. მონოგრაფიის მეშვეობით,  მკვლევარებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის, შსს-ს არქივის ფონდებში დაცული  უნიკალური საარქივო მასალა ხელმისაწვდომი გახდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner