logo_geo
eng_logo
პატრიარქის ექიმი: ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება
- +

19 თებერვალი. 2017. 11:23



ბერლინის კლინიკის ექიმმა მარტინ შტრიკმა „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება.

 

„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა მარტინ შტრიკმა.


პატრიარქი გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. მას ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით ჩაუტარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner