BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული მედიასაშუალებები გააკრიტიკა და ზოგიერთ მათგანს შეერთებული შტატების მტრები უწოდა.
„ფეიკის" გამავრცელებელი მედიასაშუალებები („New York Times", „ენ ბი სი", „ეი ბი სი", „სი ბი ესი" და „სი ენ ენი") არა ჩემი, არამედ ამერიკელი ხალხის მტრებია რიან", - წერს დონალდ ტრამპი.
რამდენიმე დღის წინ, ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის, მაიკლ ფლინის გადადგომის კომენტირებისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მედიასაშუალებები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და „ფეიკებს"ავრცელებენ.