logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს
- +

28 მარტი. 2016. 14:02


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ქვეყნის მთავრობასა და ხალხს თანაუგრძნობს და გამძლეობას უსურვებს.

 

„შემაძრწუნებელია პაკისტანში მომხდარი ტრაგედია. ტერორისტულ აქტს ქალაქ ლაჰორში კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. საუბედუროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

 

ეს არის მსოფლიო ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.

დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და  ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner