პატრიარქის ქართველმა ექიმმა ტელეკომპანია „იმედთან" საუბარში განაცხადა, რომ ილია მეორე საქართველოში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.
„დღეს მისი უწმინდესობის ოპერაციიდან მე-6 დღეა. თვითონ თავს კარგად გრძნობს, პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, არის აქტიური. პატრიარქი საქართველოში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება", - განაცხადა პატრიარქის ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გერმანიაში 13 თებერვალს ჩაუტარდა. უწმინდესი საქართველოში ხვალ დაბრუნდება.