logo_geo
eng_logo
„პატრიარქი საქართველოში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება“
- +

19 თებერვალი. 2017. 12:05



პატრიარქის ქართველმა ექიმმა ტელეკომპანია „იმედთან" საუბარში განაცხადა, რომ ილია მეორე საქართველოში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.


„დღეს მისი უწმინდესობის ოპერაციიდან მე-6 დღეა. თვითონ თავს კარგად გრძნობს, პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, არის აქტიური. პატრიარქი საქართველოში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება", - განაცხადა პატრიარქის ექიმმა.


შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გერმანიაში 13 თებერვალს ჩაუტარდა. უწმინდესი საქართველოში ხვალ დაბრუნდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner