logo_geo
eng_logo
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს
- +

19 თებერვალი. 2017. 12:39



მთაწმინდის რაიონში, სოფელ ტაბახმელაში, კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე,  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.


ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და  ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, ტექნიკური  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 19 თებერვალს, საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

 

დაბა  შინდისს, სოფელ ტაბახმელას,

 

წავკისში: დუმბაძის  და  სააკაძის  ქუჩებს.


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner