logo_geo
eng_logo
რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა
- +

19 თებერვალი. 2017. 12:44



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების პასპორტები აღიარა.


ბრძანების თანახმად, აღნიშნული დოკუმენტების მფლობელებს რუსეთში ჩასვლა უვიზოდ შეეძლებათ.


შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა რეგიონების სტატუსტან დაკავშირებით, სადაც რეფერენდუმში მონაწილეთა უმეტესობამ ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას დაუჭირა მხარი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner