ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირიზე N 80-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 300 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
კომპანიის სამუშაო ჯგუფები ფარული დაზიანების საძიებო-სადიაგნოსტიკო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
ამ დროისთვის, ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს, 19 თებერვალს, საღამოს 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
ვაკის რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩა N4ა-ს, ბაგების კორპუსებს, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეიშვილის II ჩიხს და სიკო დოლიძის ქუჩას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.