logo_geo
eng_logo
დე-ფაქტო ხელისუფლება გატაცებულ ქართველს გალის დატოვების ნებას არ აძლევს
- +

19 თებერვალი. 2017. 13:34



ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, 16 თებერვალს, ე.წ. საზღვრის უკანონო დაკავების გამო გატაცებულ დავით ცერცვაძეს გალის დატოვების ნებას არ აძლევს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით ცერცვაძე გათავისუფლებიულია გალის ე.წ. იზოლატორიდან, თუმცა მას ტერიტორიის დატოვების უფლება ე.წ. სასამართლოს გამართვამდე არ აქვს.

 

„ვადასტურებთ დავით ცერცვაძის შესახებ აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.  ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანი გათავისუფლდა გალის ე.წ. იზოლატორიდან, მაგრამ დე ფაქტო სასამართლოს გამართვამდე მას არ აქვს გალის დატოვების უფლება, რაც ცალსახად უკანონო გადაწყვეტილებაა. ამჟამად ის  ნატესავთან იმყოფება და ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მის გატავისუფლებაზე მუშაობას", - აცხადებენ სუს-ში.


დავით ცერცვაძე ოკუპანტებმა აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, 16 თებერვალს დააკავეს და გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს.


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ, ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას ახდევინებენ და შემდეგ ათავისუფლებენ.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, მოახდინა მათი ოკუპიაცია და დღემდე ახორციელებს საქართველოს ამ ტერიტორიების კონტროლს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner