გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს რუსეთის სპეცსამსახურებთან კონტაქტი არაერთგზის ჰქონდათ.
აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-იც ადასტურებს.
Reuters-ის ცნობით, კონტაქტები გასული წლის განმავლობაშია დაფიქსირებული და ჯერ კიდევ ნოემბრის არჩევნებამდე დაიწყო.
ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეებისა და რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო კავშირების შესახებ The New York Times-მა ყოფილ და მოქმედ 4 ჩინოვნიკზე დაყრდნობით ინფორმაცია ჯერ კიდევ 14 თებერვალს გაავრცელა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუბლიკაციებს სისულელე და ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შეცდომების გამართლების მცდელობა უწოდა, რუსეთის დაზვერვის სამსახურში კი საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.