logo_geo
eng_logo
მამა შიო ე.წ. ციანიდის საქმეზე: ნუ განიკითხავთ სხვებს, რადგან რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის
- +

19 თებერვალი. 2017. 13:53



სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა არქიმანდრიტმა შიომ აღავლინა. ქადაგების დროს ის საპატრიარქოს გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა.

 

„მინდოდა მეთქვა, დღევანდელ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე. ძალიან ბევრი ადამიანი დაზაფრულია, შეშინებულია, განსაცდელშია, ძალიან ბევრი განკითხვებშია. მინდა, ყველას გთხოვოთ, განსაცდელი ჩვენ რომ გვინახავს, სად ყოფილა ისეთი, ღვთის წყალობით ამასაც გადავივლით, ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მინდა გთხოვოთ, თქვენც თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ დალაგების საქმეში. ნუ განიკითხავთ სხვებს იმიტომ, რომ რასაც ისმენთ, ხშირად ასე არ არის. ძალიან ნურც ინერვიულებთ. ეცადეთ, რომ ილოცოთ, ვთხოვოთ ღმერთს, გვაპატიოს ცოდვები, როგორც ჩვენ - სასულიერო პირებს, ისევე ერს. ეს არ არის თქვენი საქმე, დავანებოთ განკითხვებს თავი, დავანებოთ მრისხანებით საუბარს თავი, ვისაც ეს საქმე ავალია, მიხედავს, მოაგვარებს, დაამშვიდებს და დააწყნარებს. ჩვენ იმდენი მეოხი გვყავს ზეცაშიც და დედამიწაზეც, რომ ღვთის შეწევნით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. გთხოვთ, ზომაზე მეტად ნუ ინერვიულებთ და განკითხვას საერთოდ დაანებეთ თავი. მივხედოთ ლოცვას, ვედრებას, რომ ღმერთმა ჩვენც გვაპატიოს და ერს აპატიოს ცოდვები", - მიმართა მრევლს არქიმანდრიტმა შიომ.


არქიმანდრიტმა დღეს მეორედ მოსვლის შესახებ და ადამიანის მიერ მოწყალების გაცემის მნიშვნელობაზე იქადაგა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner