ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდარ ალ-აბადის ინფორმაციით, ერაყის ჯარმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან" მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები მოსახლეობის დაეშის ტერორისგან გათავისუფლებას იწყებენ", - განაცხადა ალ-აბადიმ.
სპეცოპერაციის დაწყებამდე გაერომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერაყის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ბლოკადაში მოქცეული მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა იყოს.
მოსული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ერაყის მეორე ქალაქია და ექსტრემისტების უკანასკნელი დასაყრდენი ამ ქვეყანაში.