თურქეთის პრემიერ-მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად ანკარას მოსკოვისა და თეირანის მხრიდან დახმარება სჭირდება.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ერთიანი ძალისხმევით უნდა გამყარდეს. ჩვენ გვჭირდება მოსკოვისა და - ზოგიერთ შემთხვევაში, თეირანის დახმარება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ბევრს მივაღწიეთ", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუს თქმით, ასტანაში მრავალმხრივ შეხვედრაზე შეთანხმებული დოკუმენტი დიდ როლს შეასრულებს ურთიერთნდობის აღდგენის პროცესში.