logo_geo
eng_logo
„მწერლის ცხოვრება მისივე გმირის - სპირიდონ მცირიშვილის ცხოვრებას წააგავდა“...
- +

19 თებერვალი. 2017. 15:55



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელშ სტატუსს აქვეყნებს:


 „ბევრ თქვენგანს, ალბათ, ემახსოვრება ბეჩავი გლეხი გოგია უიშვილი, ან ალ. წუწუნავას მიერ 1916 წელს საქართველოში გადაღებული პირველი მუნჯური მხატვრული ფილმი „ქრისტინე" ან მისი უკანასკნელი ფილმი „ჯანყი გურიაში", ან დიდი სიკო დოლიძის ფილმი „პალიასტომის ტბა" - გენიალური სერგო ზაქარიაძის მონაწილეობით, ან ისეთი „მეტყველი" გვარები, როგორიცაა ძალაძე, მუნჯაძე, მკლავაძე, დროიძე, უქმაძე... რომლებიც დღესაც აქტუალურია.

 

1859 წლის 17 თებერვალს გურიაში დაბადებულა ყველა ამ და მრავალი სხვა ნაწარმოების ავტორი, სახელოვანი ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა), რომლის სამწერლო ასპარეზობა სულ 7 წელს გაგრძელდა. ჯერ მწყემსი იყო, მერე სასულიერო აკადემიაში ისწავლა, მერე მეგობრებმა საფრანგეთში გაუშვეს, იქედან ბათუმს ეწვია, მერე თბილისში ჩამოვიდა... თავად მწერლის ცხოვრება ყოველმხრივ წააგავდა მისივე „ჩვენი დროის რაინდის" გმირის - სპირიდონ მცირიშვილის ცხოვრებას... ფიზიკურადაც კი წააგავდა სპირიდონს, თავისი ავადმყოფური სიგამხდრითა და ტრაგიკულობით.

 

1894 წელს 35 წლის ეგნატე ნინოშვილი ჭლექით გარდაიცვალა. მისი ძეგლი შექმნა უდიდესმა ქართველმა მოქანდაკემ იაკობ ნიკოლაძემ, რომელიც ალექსანდრეს (იმ დროს - კომუნარების სახელობის) ბაღში დგას", - წერს თეა ფირცხალავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner