logo_geo
eng_logo
მამა გიორგი ზვიადაძე: საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი, რომ არ ენდოს გამოძიებას
- +

19 თებერვალი. 2017. 16:28



მამა გიორგი ზვიადაძემ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ პროკურატურამ საპატრიარქოს წარმომადგენლებს მისცა შესაძლებლობა, გაცნობოდა საქმის მასალებს.

 

„მე პირადად ვიცნობ მამა გიორგის. არავის აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის ხელყოფა. საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი, რომ არ ენდოს გამოძიებას. ამის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საპატრიარქო ძალიან ყურადღებით დააკვირდება ამ მოვლენებს. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მთავარმა პროკურატურამ მისცა საპატრიარქოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა, რომ ამ მასალებს გასცნობოდა. რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ პატრიარქის ჩამობრძანებას და ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქართულმა ეკლესიამ პროკურატურასთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენ საზოგადოებას. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე ეკლესია ის ინსტიტუციაა, რომელსაც ყველაზე მეტად მართებს, რომ თვალი გაუსწოროს სიმართლეს", - განაცხადა მამა გიორგიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner